ადიგენში, გზის მოხრეშვისა და გაბიონების მოწყობისთვის 142 000 ლარი დაიხარჯა
დასრულდა სოფელ საღრძისა და სოფელ აბასთუმნის სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა,ხიდთან მისასვლელი გზის მოხრეშვა და გაბიონების მოწყობა.
მეტალოკონსტრუქციის ხიდი 7 მეტრი სიგანისა და 14 მეტრი სიგრძის არის, რომლის მშენებლობისათვის ბიუჯეტიდან 142 000 ლარი გამოიყო.
დასრულებული სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა.
წყარო: ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია