ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არასამთაავრობო ორგანიზაციამ ,,ნაბიჯი წარმატებისკენ“ და ,,მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის“ მოხალისეებმა ტრენინგების ციკლი დაიწყეს. პროექტი ახალციხის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.
ღონისძიების ორგანიზატორის მარიამ ღვამიჩავას თქმით, დღევანდელი ტრენინგი დასუფთავებას მიეძღვნა. სამომავლოდ მონაწილეები ინფორმაციას ლიდერობის, აქტიური მოქალაქეობის, მოხალისეობის, პირველადი დახმარებისა და აქტუალური თემების შესახებაც მიიღებენ.
შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდებმა საფარის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავეს.
პროექტი ამერიკის საბჭოების დაფინანსებით ხორციელდება.
|