განათლება
,,სკოლებმა არ უნდა დაუშვან კომუნისტური, ტოტალიტარული ან ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენება" – ხათუნა ხმალაძე ყელსახვევების საქმეზე
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლამ განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურისგან რეკომენდაცია მიიღო. უწყებამ, სკოლაში წითელი ყელსახვევების გამოყენების ფაქტის შესწავლა ოთხი თვის შემდეგ დაასრულა. 

,,გვწერენ, რომ საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებისთვის წითელი ყელსახვევების გაკეთება იდენტიფიცირებული იყო როგორც საბჭოთა კავშირში არსებული ბავშვთა პიონერული ორგანიზაციის სიმბოლიკა და გვაფრთხილებენ, რომ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია", - ამბობს მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე.

,,არ დაუშვათ და აღმოფხვერით კომუნისტური, ტოტალური და ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენება და გაატარეთ კანონმდებლობით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები", - წერია აუდიტის რეკომენდაციაში. ახალციხის რესურსცენტრის ხლმძღვანელი ამბობს, რომ სამინისტროდან მიღებული წერილი უკვე აცნობა სკოლებს. 

ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში, "ანბანის გაცილებისთვის" მოწყობილ ზეიმზე, მოსწავლეებს კისერზე წითელი ყელსახვევები გაუკეთეს.


ღონისძიება 27 მაისს გაიმართა. გოგოების ნაწილს წითელი კაბები და თეთრი მაისურები ეცვათ, ზედ კი პიონერის ყელსახვევი ეკეთათ.

სკოლის ზეიმზე წითელი ყელსახვევი მანამდე კიდევ ერთმა სკოლამ გამოიყენა. ანბანი ამ დეტალით გააცილეს ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაშიც.

ამავე თემაზე: 

პირველკლასელების კონცერტი პიონერთა ყელსახვევებით

პირველკლასელებს წითელი ყელსახვევები, ახალციხის მესამე სკოლაშიც გაუკეთეს

| Print |