განათლება
ადიგენის სკოლამ სწავლა საკლასო ოთახებში განაახლა
დაბა ადიგენის საჯარო სკოლამ სწავლა საკლასო ოთახებში ხუთშაბათიდან, 11 თებერვლიდან განაახლა. კორონავირუსის დაფიქსირების გამო, საგანამანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი ორი კვირის განმავლობაში, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

„გუშინ გავაახლეთ სწავლა საკლასო ოთახებში, სკოლაში ყველა გავიტესტეთ, დღეის მდგომარეობით ინფიცირებული აღარ გვყავს“, - ამბობს დაბა ადიგენის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ქომეთიანი.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს დაბა ადიგენის საჯარო სკოლაში ორ მასწავლებელს და ხუთ მოსწავლეს COVID-19 დაუდასტურდა. ამის გამო, სასწავლო პროცესი ორი კვირით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

| Print |