ადიგენის სკოლაში მასწავლებლებს და მოსაწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
დაბა ადიგენის საჯარო სკოლაში ორ მასწავლებელს და ხუთ მოსწავლეს COVID-19 დაუდასტურდა. სკოლაში ტესტირება ხუთშაბათს ჩატარდა, ანალიზის პასუხები კი გუშინ, 30 იანვარს გახდა ცნობილი.
„დაავადება იოლ ფორმებში მიმდინარეობს, ერთი მასწავლებელი საავადმყოფოში გადის მკურნალობას, ბავშვებს რაც შეეხება - ორი ბავშვი საავადმყოფოშია, ხოლო დანარჩენი სამი სახლში მკურნალობს", - ამბობს დაბა ადიგენის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნუნუ ბაღდოშვილი.
ინფიცირებულების გამო, ხვალიდან დაბა ადიგენის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის.