განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში საუკეთესო შედეგის სტუდენტს სტიპენდია გადაეცა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული 313 პირველკურსელიდან, საუკეთესო შედეგის მქონეს სტიპენდია გადასცა. 1 500 ლარი თეკლა კუბლაშვილმა მიიღო. ის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მოსამზადებელ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა.
„ავიღე 70%-იანი გრანტი, ქართულ გამოცდაში მქონდა 60-დან 59 ქულა. პირველი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეწერა და ძალიან გამიხარდა, რომ აქ მოვხვდი. ძალიან დიდი პატივია, რომ ასეთი გუნდის და ლექტორების გვერდით ყოფნა მერგო“, - თქვა სტიპენდიატმა.
ამასთან, თამაზ ბექაიას სახელობის 300-ლარიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად, უნივერსიტეტში კონკურსია გამოცხადებული. სტიპენდია გაიცემა სამი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში - ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, აგრონომიის საბაკალავრო პროგრამა და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა.
გააზიარეთ :