ხელფასის ზრდა 13 ათასზე მეტ პირს შეეხება
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 2025 წლიდან საშუალოდ, 25%-ით გაეზრდება. ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„როგორც იცით, 2025 წელს საჯარო სექტორში იქნება ხელფასების მატება 10%-ით. მინდა გითხრათ ასევე, რომ საბავშვო ბაღებში დასაქმებული 13500-მდე თანამშრომლისთვის, ამ 10%-იან ზრდასთან ერთად მოხდება თითოეული საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურების 125 ლარით გაზრდა.
ეს არის მიმართულება, სადაც ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდათ თანამშრომლებს. საბოლოო ჯამში, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში ხელფასები იზრდება საშუალოდ 25%-ით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების პრაქტიკის გათვალისწინებით,“- განაცხადა კალაძემ.