განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი ახალ სასწავლო სეზონს სიახლეებით ხვდება

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 1 900-მდე სტუდენტს სწავლის დაწყება რექტორმა და აკადემიურმა პერსონალმა მიულოცა.

დღესვე, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა, საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტს სტიპენდია გადასცა. 1 500 ლარი თეკლა კუბლაშვილმა მიიღო. ის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მოსამზადებელ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პირველკურსელებს ერთკვირიან, გაცნობითი ხასიათის პროგრამას სთავაზობს. სწავლა ყველა ფაკულტეტზე დასწრებული ფორმატით, აუდიტორიებში დაიწყება.

წელს უნივერსიტეტში 313-მა აბიტურიენტმა ჩააბარა. აქედან 51 პირი 1+4 პროგრამაზე ჩაირიცხა. ამის გარდა, 40-მდე სტუდენტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობით გადმოვიდა , 20-ზე მეტი პირი კი სამაგისტრო პროგრამებზე ჩაირიცხა.
| Print |