სკოლების დაახლოებით 60% რემონტს, რეაბილიტაციას ან ხელახლა მშენებლობას საჭიროებს - შალვა ტაბატაძე
კონცეპტუალურად არ არის გააზრებული სკოლის ფუნქცია სხვადასხვა მიმართულებით. ზოგიერთ შემთხვევაში სკოლა შეიძლება იყოს თემის ცენტრი, სადაც იქნება სკოლამდელი დაწესებულებაც, ზრდასრულთა განათლებისთვის ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკა. ამ შემთხვევაში სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს“,-აცხადებს ტაბატაძე.
ტაბატაძის განმარტებით, საგანმანათლებლო და კონცეპტუალურმა ხედვამ ინფრასტრუქტურული განვითარება უნდა განაპირობოს. ამასთან რეფორმა უნდა განვითარდეს ისე, რომ საგანმანათლებლო სწავლება საფეხურებად დაიყოს. კერძოდ, დაწყებით, სკოლამდელ და დაწყებით ინტეგრირებულ, საბაზისო და საშუალო საფეხურებად, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება.
„ინფრასტრუქტურას ვაკეთებთ იქ, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს ან რემონტი, ისე რომ საგანმანათლებლო რეფორმა არ გვაქვს. ცალკეა ინფრასტრუქტურა და ცალკეა განათლების რეფორმა, რაც აგრეთვე პრობლემატურია საბოლოო ჯამში. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ძალიან პრობლემატურია და 1-2 წელიწადში მისი მოგვარება ვერ მოხერხდება, როგორც ეს განათლების სამინისტროს აქვს დაგეგმილი“,-ამბობს განათლების ექსპერტი.