ბორჯომის რესურსცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად ხათუნა ხარაზიშვილი დაინიშნა, რომელიც აქამდე ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი იყო და ბორჯომის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატია.
ხათუნა ხარაზიშვილი აღნიშნულ პოზიციაზე ოფიციალურად 24 ივნისს დაინიშნა და მოვალეობის შესრულებას ხვალიდან, 27 ივნისიდან შეუდგება.
ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, იზოლდა ლომიძე ხელმძღვანელობდა.
ბორჯომის მესამე საჯარო სკოლის დირექტორობის მოვალეობას კი დირექტორის მოადგილე ლელა ბლიაძე შეასრულებს.