განათლება
სკოლებში გამოცდები 17 მარტიდან დაიწყება
ზოგადი განათლების 1-ლი - მე-12 კლასების სემესტრის, ასევე 1-ლი - მე-12 კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარებისა და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა.
მსურველი პირები დარეგისტრირებას 27 ტებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 17 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით ჩატარდება.
შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზს: (995 32) 2 200 220.
გააზიარეთ :