განათლება
საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებისა და სპეციალისტების ანაზღაურება ცნობილია
თბილისისა და მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებისა და სპეციალისტების ანაზღაურება 2025 წლიდან გაიზარდა.
საქართველოს მთავრობის დადგენილება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდის შეთანხმების შესახებ", 20 იანვარს გამოქვეყნდა და ვრცელდება პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე:
დოკუმენტის მიხედვით საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თვიური ანაზღაურება 2628 ლარია;
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თვიური ანაზღაურება 1606 ლარია;
მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თვიური ანაზღაურება 1752/1387 ლარია;
პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თვიური ანაზღაურება 1241 ლარია.
იხილეთ დოკუმენტი: რესურსცენტრების მიხედვით სპეციალისტების რაოდენობა და ანაზღაურებამთავრობამ ხელფასების ოდენობა დაამტკიცა
გააზიარეთ :