მზე და ყინვა - სამცხე-ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
18-19 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, მაგრამ ღრუბლიანი ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
18 და 19 აპრილს, ახალციხეში მზიანი ამინდი იქნება, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +18 და +20 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს +3 და +5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ღრუბლიანი, მაგრამ თბილი ამინდია ბორჯომში. სინოპტიკოსების ცნობით, დღისით +18 და +20 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ღამით კი +4 და +5 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +19 და +20 გრადუსამდე იქნება, ღამით კი +2 და +4 გრადუსი იქნება. მზიანი ამინდია ადიგენშიც. დღისით ჰაერი +12 და +14 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +1 და +2 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი დღის განმავლობაში. ღამით კი სინოპტიკოსები ყინვას პროგნოზირებენ. ახალქალაქში დღისით +13 და +14 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით -2 და -1 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში კი სინოპტიკოსები დღისით +10 და +11 გრადუსს, ხოლო ღამით -4 და -2 გრადუსს ვარაუდობენ.
მზიანი ამინდია რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +15 და +18 გრადუსია, ხოლო ღამით +2 და +4 გრადუსი იქნება. ღრუბლიანი, თუმცა უნალექო ამინდია ბაკურიანში, ტემპერატურა დღისით +9 და +10 გრადუსია, ხოლო ღამით -1 და +1 გრადუსია ნავარაუდევი.
17-18 აპრილს მზიანი ამინდია დედაქალაქშიც. ტემპერატურა დღისით +18 და +19 გრადუსამდე გათბება თბილისში, ღამით კი +7 და +8 გრადუსი იქნება.