განათლება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული ენის დღე აღინიშნება
გერმანიის საელჩო და გოეთეს ინსტიტუტი სხვა გერმანულ ორგანიზაციებთან ერთად დაინტერესებულ სტუმრებს გერმანული ენის დღის აღსანიშნავად უნივერსიტეტში გულითადად ეპატიჟება.
,,3 მაისს, 12:30 საათიდან 16:00 საათამდე გელოდებით გერმანული ენის დღეზე ახალციხის უნივერსიტეტში, რუსთაველის ქ. 122.
მრავალფეროვანი და სახალისო პროგრამა გათვლილია ყველა ასაკის სტუმარზე!
თამაშდება უამრავი პრიზი!
გერმანული ენის ცოდა წინაპირობა არ არის!
დასწრება თავისუფალია!" - წერია განცხადებაში.
ღონისძიებებს დაესწრებიან გერმანიის, ავსტრიის და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლები.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია ფილმის ჩვენებები, გამოფენები, ქვიზები, კარაოკე, საჯარო ლექციები და ბევრი სხვა. საზეიმო ღონისძიებები პრიზების გათამაშებითა და კონცერტით დასრულდება.

გააზიარეთ :