საქართველოს განათლების მინისტრის რეგიონული ტურნე სამცხე–ჯავახეთში. ალექსანდრე ჯეჯელავა ახალციხესა და ახალქალაქში პედაგოგებს შეხვდა და მათი დონის ამაღლებისა და უნარების გაძლიერების გზებზე ისაუბრა.
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში შეკრებილ პედაგოგებთან, მინისტრმა იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებზე მუშაობასაც განათლების სამინისტრო აპირებს. ჯეჯელავას აზრით, მასწავლებლებისთვის ვიდეოგაკვეთილების ჩატარება სავალდებულო არ უნდა იყოს. მისივე ინიციატივაა, რომ პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე, დაბრუნდეს უნარების გამოცდა, გაიზარდოს არასავალდებულო საგნების რაოდენობა და გამარტივდეს სავალდებულო საგნები. მინისტრმა პედაგოგებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებისთვის, დისტანციური გაკვეთილების ჩატარება შესთვაზა.
მასწავლებელთა სერთიფიცირების საკითხში, ბარიერის ცნება უნდა გაქრეს – აღნიშნა მინისტრმა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც განათლების სისტემაში არსებობს. შეხვედრის ბოლოს, ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგების შეკითხვებს უპასუხა.
|