აბრეშუმის გზა
სად დავდგათ ქოთნის ყვავილები დადებითი ენერგიის მოსაზიდად?
ყველაზე მოკრძალებულ ბინაშიც კი ქოთნის ყვავილებს მყუდროებისა და ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნა შეუძლიათ. ძველი ჩინური სწავლები - ფენ-შუის აზრით, ყვავილები და მცენარეები სიცოცხლის სიმბოლოები არიან და დადებითი ცი ენერგიის შექმნა შეუძლიათ. მთავარია, ქოთნის ყვავილები ბინაში სწორად განალაგოთ.
თუ არ გსურთ, ფანჯრიდან ბინაში უარყოფითმა ენერგიამ არ შემოაღწიოს, რაფაზე ქოთნის ყვავილები დადგით. გრძელ დერეფანში აუცილებლად დიდფოთლიანი მცენარე უნდა მოათავსოთ. თანაც ისეთი, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას, მზეს არ საჭიროებს.
სამზარეულოში შეგიძლიათ დადგათ: ალოე, ტრადესკანცია, ასპარაგუსი, ფიკუსი, კრასულა (ფულის ხე), დიფენბახია.
ბინის მორთვისას უპირატესობა დიდფოთლიან მცენარეებს მიანიჭეთ. ფენ-შუის არ უყვარს მჩხვლეტავი და ბასრი ნივთები. ამასთანავე, მიჩნეულია, რომ ფუმფულა, ხშირფოთლიან მცენარეს სახლში დადებითი ენერგია შემოაქვს. ასე რომ, თუ მაინცდამაინც კაქტუსის მოყვარული ხართ, ნურასდროს დადგამთ მას უფროსებისა და საბავშვო საძინებელში. ჩვილის საძინელებელში ყვავილის დადგმა ყოვლად დაუშვებელია.
ბოლო დროს მოდურ ტენდენციად იქცა ყვავილების დადგმა სააბაზანოში. აქ გირჩევთ ტენის მოყვარული მცენარეების ქოთნები დადგათ.
ბინა პოზიტიური ენერგიით რომ აავსოთ, ისეთი მცენარეები შეარჩიეთ, რომლებიც ზევით მიიწევს და არა დაბლა ჩამოშვებული ფოთლები, ღეროები აქვს. დიდი ყვავილები უმჯობესია იატაკზე დადგათ.
სამხრეთ მხარეს სინათლის მოყვარული ყვავილები (აზალია, კაქტუსები, ჟასმინი, ლიმონი, კამელია) დადგით. ჩრდილოეთის მხარეს - ბეგონია, იები და ა.შ.
არავითარ შემთხვევაში არ დადგათ ქოთნის ყვავილები ორ კარს შუა ან კარსა და ფანჯარას შორის.
მოერიდეთ ყვავილების დადგმას საძინებელში. განსაკუთრებით თავთან. თუ მაინც გსურთ, საძინებელი ყვავილით მორთოთ, მხოლოდ ერთი ყვავილი, გერანი დადგით. იგი უარყოფით ენერგიას ახშობს. ასუფთავებს ჰაერს, ამშვიდებს ნერვებს და სასიამოვნო არომატს აფრქვევს (თუმცა, ბევრ ადამიანს მის სუნზე ალერგია აქვს).
თუ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ, სამეფო ბეგონია შეიძინეთ. ამასთანავე, მას ჰაერის მომწამვლელი აირებისგან გაწმენდა შეუძლია.
დაბოლოს, დროულად გაათავისუფლეთ ბინა გამხმარი ყვავილებისგან. მათ უარყოფითი ენერგია აქვთ.
წყარო:https://marao.ge
გააზიარეთ :