გართობა
აპრილის თვის სიყვარულის ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
აპრილის ტენდენციები, საფრთხეები და სიყვარულის ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.

აპრილის დასაწყისში აქტუალური გახდება კომუნიკაციების, ახალი ნაცნობობის, კავშირების გაბმის თემა, რაც საკმაოდ მოუხდება არსებულ სიტუაციას. თითოეული ადამიანი უფრო მეტად გადაეწყობა ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით აქტიურობაზე.

პარალელურად ადამიანებში მოიმატებს, სულსწრაფობა, სიჯიუტე, ამბოხებისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის წყურვილი (განსაკუთრები აპრილის ბოლოსკენ). ასევე ზოგიერთებს შესაძლოა, ბრწყინვალე იდეები გაუჩნდეს ახალი საქმიანობის წამოწყებისა და განვითარებისთვის.

ძალიან კარგი იქნება თუ მოზღვავებულ ენერგიებს მივმართავთ შემოქმედებითი საქმიანობისკენ. შფოთისა და ნევროზულობის შემთხვევაში ძალიან სასაგებლო იქნება ფიზიკური აქტივობა ზომიერების ფარგლებში, სახლის პირობებში, მშვენიერი პერიოდია ფორმაში ჩადგომისთვის, ამას ემატება ისიც რომ მომატებული მადა რომელიც საკმაოდ თვალშისაცემი იყო აქამდე თითოეულისთვის, ნაკლებად იქნება აქტუალური მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში. 

განსაკუთრებული სიფთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინონ ამ პერიოდში ლომის და მერწყულის შემდეგ, კუროსა და მორიელის ნიშნის წარმომადგენლებმა. სწორედ ამ ნიშნებს უფრო მეტი კონსტრუქციულობა და დისციპლინა მართებთ.

ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, თუ რა შესაძლებლობებითა და საფრთხეებით იქნება აქტიური ეს თვე თითოეული ნიშნისთვის.

ვერძი
ამ თვის აქტუალური თემები უკავშირდება სხვადასხვა სახის ინფორმაციებს, ახალ ნაცნობობას რომელიც თქვენთვის შესაძლოა საკმაოდ კარგი პერსპექტივების მომტანი იყოს. სოციალური კუთხით არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვები გიშლით ხელს, მაგრამ მეორეს მხრივ ტექნიკური თუ საკომუნიკაციო საშალებები, ახალი ნაცნობები, ნათესავები და მეზობლებიც კი ხელს გიწყობენ იმაში, რომ თავი იგრძნოთ კომპორტულად. კარგია ამ პერიოდის გამოყენება შემეცნების კუთით.

შესაძლოა, გარკვეულ გაუგებრობებს ჰქონდეს ადგილი მეგობრებთან დაკავშირებით.

სიყვარულის მაძიებლები კი გააქტიურდით სოციალური ქსელების კუთხით. შესაძლოა საკმაოდ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები, მაგრამ ნუ იჩქარებთ. სულსწრაფობა და სიჯიუტე არაფერს კარგს არ მოგიტანთ.

კურო
შესაძლოა აქტუალური იყოს სამსახურთან დაკავშირებული საკითხები, არის ალბათობა გარკვეული უსიამოვნებებისა ამ კუთხით, ნუ გადაიტვირთებით, იყავით მეტად დიპლომატიური, არ არის სარისკო ქმედებებისა და აქტივობების დრო, გამოიყენეთ ასტროლოგია. მოუფთხილდით ძვლოვან სისტემას.

ამ პერიოდში შესაძლოა ახალი ნაცნობობა გახდეს თქვენი მოტივაციის წყარო, მოგივათ ახალი იდეები, რომლის დახმარებითაც გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა. შესაძლოა თქვენი პარტნიორისგან მატერიალური სახის საჩუქარიც მიიღოთ.

ტყუპები
მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა თქვენში მნიშვნელოვნად შეცვალოს თქ ენი მსოფლხედველობა და ცხოვრების ფილოსოფია. შესაძლოა შეფერხდეს ის პროექტები და გეგმები რომელიც უცხოეთთან იყო დაკავშირებული, ნუ იდარდებთ ცვლილებები საბოლოოდ მხოლოდ უკეთეს სცენარში განვითარდება...

ახლა თქვენთვის მშვენიერი პერიოდია იმისთვის, რომ შეიძინოთ ახალი პროფესიული უნარები, ბრწყინვალე პერიოდია იმიჯის გახალებისა და ფორმაში ჩადგომისთვის. ყველაფერი სათქვენოდ მუშაობს, ახალი ნაცნობები, კომუნიკაციები, მოიძიეთ საჭირო კონტაქტები, გაერთეთ, გაიფერადეთ ისედაც თქვენთვის სასიკეთო პერიოდი, ხელსაყრელია ასევე ეს დრო ახალი სასიყვარულო კავშირებისთვის, თუმცა ნუ იჩქარებთ, იყავით ზომიერი და თანმიმდევრული.

კირჩხიბი
მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული ძვრების პერიოდია, რომელი შესაძლოა გარკვეულ დანაკარგებთან იყოს დაკავშირებული, გახსოვდეთ, მსგავსი პროცესები არ არის მიმართული თქვენთვის ზიანის მოტანაზე, ეს ყოველივე თქვენი კრისტალიზაციისა და განვითარებისთვის საჭირო ეტაპია, ამიტომ მიიღეთ ის სიმშვიდით. შესაძლოა გარკვეული სირთულეები შეგეხოთ სამართლებრივი კუთხით, ასევე აქტუალური იყოს მემკვიდრეობის საკითხების, დიდი ფულის საჭიროებასთან დაკავშირებული თემები. ახლა არ არის გახსნილი ბრძოლისა და აქტიურობის დრო. იყავით ფრთხილი, მიიღეთ დამკვირვებლის პოზიცია და მიჰყევით თქვენს ბრწყინვალე ინტუიციასა და სტრატეგიას.

პირად ურთიერთობებში შესაძლოა გარკვეულმა დისტანციამ დაისადგუროს თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის, ნუ აჰყვებით შიშებს, გამოიყენეთ ეს დრო სხვადასხვა ვიზუალიზაციის პრაქტიკებისთვის, მეტად დაკავდით საკუთარი თავით. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს.

ლომი
თქვენთვის ერთერთი მნიშვნელოვანი პერიოდია თავშეკავების კუთხით. გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია, ნუ იქნებით ჯიუტი და სულსწრაფი, იყავით დისციპლინირებული განსაკუთრებით პარტნიორულ სფეროში, იქნება ეს საქმე თუ პირადი ურთიერთობები. მეტი ყურადღება დაუთმეთ გარშემომყოფებს, გაითვალისწინეთ მათი აზრიც. არის ტრავმულობისა და კონფლიქტების ალბათობაც.

რაც შეეხება პირად-სასიყვარულო თემას, ყურადღება მიაქციეთ სოციალურ ქსელებს, შესაძლოა საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, მარტივად იზიდავთ თანამოაზრეებსა და მხარდამჭერებს. ზომიერების ფარგლებში სასიკეთოა ონლაინ აქტივობებში ჩართულობა.

ქალწული
პირველ რიგში აიმაღლეთ ენერგოტონუსი, მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, მეტი ყურადღება დაუთმეთ კვების რაციონს, დაასვენეთ ნერვული სისტემა. ნუ იქნებით ხისტი, სწორხაზოვანი და ზედმეტად კრიტიკული, გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია და ემპათია გარშემომყოფების მიმართ.

როგროც საქმიანობაში, ისევე პირად ურთიერთობებში ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს პერიოდი შესაძლოა მნიშნელოვანი იყოს სტატუსის კუთხით, შესაძლოა იპოვოთ ადამიანი, რომელთანაც მალე სერიოზულ ურთიერთობას გადაწყვეტთ. მეტად გახალისდით, მეტი პოზიტივი და იუმორი შეიტანეთ პირად ურთიერთობებშიც.

სასწორი
შესაძლოა თქვეთვის აქტუალური იყოს შვილოსნობის თემა, ზოგიერთი თქვენგანი სწორედ ამ პერიოდში შესაძლოა დედა/მამა გახდეს, შესაძლოა რაიმე სახის გაუგებრობები ან სირთულეები წარმოიშვას ბავშებთან დაკავშირებით. კარგია თუ მაქსიმალურად გამოიყენებთ თქვენს ენერგიებს შემოქმედებითი კუთხით. ნუ დააგდებთ ტემპს, იაქტიურეთ ზომიერებისა და კანონის ფარგლებში.

რაც შეეხება პირად-სასიყვარულო სფეროს, შესაძლოა ინტერნეტით გაიცნოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებთანაც საკმაოდ საინტერესოდ განვითარდება მოვლენები, მათთვის კი ვისაც ჰყავს მეგზური, მოწყენილობის თავიდან აცილების მიზნით კარგი იქნებათ მოიფიქროთ ისეთი გასართობი რაც შემეცნებასთან იქნება დაკავშირებული.

მორიელი
თქვენთვის გარკვეული შეზღუდვები და სტრესული მომენტები შესაძლოა რაღაც კუთხით სახლის, ოჯახის თემას უკავშირდებოდეს. იქნება ეს მინიმალურად გამოხატული, ვთქვათ სახლში რემონტით ( ან მისი შეფერხებით გამოწვეული), საქმიანი კუთხით უძრავი ქონების საკითხებთან დაკავშიებით, ან კონფლიქტები და გაუგებრობები, რომელიც გარკვეული ტრანსფორმაციული ძვრების გამოც შეიძლება მიმდინარეობდეს.

პირად-სასიყვარულო სფეროში რადიკალური ცვლილებების პერიოდი დაგიდგათ, შესაძლოა ზოგიერთისთვის დანაკარგების მომტანი იყოს მიმდინარე რამდენიმე თვე, ზოგიერთისთვის კი საკმაოდ პროდუქტიულიც კი( მაგალითად მათთვის ვისაც შვილის ყოლასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა, ახლა შესაძლოა გაგიმართლოთ.). ასევე შესაძლოა მეურვეობასთან და ალიმენტებთან და სხვა სამართლებრივი საკითხები იყოს აქტუალური. მოუსმინეთ თვენს ინტუიციას.

მშვილდოსანი
კომუნიაციები, ზღვა ინფორმაცია, ურთიერთობები, აქტივობები, აი სფეროები სადაც აუცილებლად დაგჭირდებათ გაფილტვრა და დროის გადანაწილება. გაწერეთ გეგმები, დაისახეთ ახალი მიზნები, მეტი დრო დაუთმეთ შემეცნებას, ახლობლებს, გაიხალისეთ დაუხალისეთ ცხოვრება სხვებსაც.

პირად -სასიყვარულო კუთხით საკმაოდ დატვირთული პერიოდი გაქვთ, ახალი ადამიანები, ახალი შემოთავაზებები. მატულობს ყურადღება საპირისპირო სქესის მხრიდან, მთავარია არ იჩქაროთ, გონივრულად იმოქმედოთ, უკან დაწიეთ თქვენი მორალური დოგმები, პრინციპები და გამოიყენეთ ამ პერიოდის შესაძლებლობები.

თხის რქა
აქტუალური აქ ფინანსური წყაროების მოძიების საკითხებია, შესაძლოა ამ მოტივით ახალი საქმის წამოწყება დაგჭირდეთ, ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს, ჯანმრთელობას, აუცილებელია დოზირებული ფიზიკური აქტივობა, ნუ გადაიტვირთებით, მიეცით საკუთარ თავს ცოტა დასვენების საშუალება რადგან თქვენი ენერგოტონუსი ამაღლებას საჭიროებს.

პირად-სასიყვარულო კუთხით გარკვეული ცვლილებები თქვენგან დამოუკიდებლად შეიძლება განვითარდეს. არ არის მაინცდამაინც ხელსაყრელი ეს პერიოდი ახალი ნაცნობობისა და კონტაქტებისთვის, უმჯობესია დაალაგოთ თქვენი ცხოვრება. ბრწყინვალე პერიოდია ამ სფეროში კორექტივების შეტანისთვის. კარგი იქნება ამ პერიოდში შინაური ცხოველის შეძენა.

მერწყული
თავისუფლება, ეს არის ჰაერი თქვენთვის, შესაბამისად ამ პერიოდში მიმდინარე იზოლაციის თემა ყველაზე მტკივნეულად სწორედ თქვენზე აისახება, არ არის გამორიცხული შინაგანი პროტესტისა და ამბოხის სურვილი გარკვეულ ნევროზულობასაც იწვევდეს, მთავარი რეცეპტი ამ მდგომარეობისთვის ახლა სიმშვიდეა! სხვა მხრივ იაქტიურეთ ნებისმიერ სფეროში, ფიზიკურად, შემოქმედებითად. ბრწყინვალე, ორიგინალური და თან კონსტრუქციული იდეებიც შეიძლება მოგივიდეთ თავში, რაც თქვენს პექსპექტივებზე კარგად აისახება.

პირად-სასიყვარულო სფერო შესაძლოა ძალიან დაგეხმაროთ ქაოტური სიტუაციებისა და ნევროზულობის დასაბალანსებლად, ახალი სასიყვარულო კავშირები, სიყვარულისა და ყურადღების გამოხატვა თქვენი მისამართით ერთგვარი თერაპიაა. მიიღეთ სამყაროსეული ძღვენი და გონივრულად გამოიყენეთ.

თევზები
გამოხატული პრობლემების წყარო ამ შემთხვევაში შესაძლოა არ იყოს თქვენთვის იზოლაციის თემა, რადგან ზოგადი სიტუაციიდან გამომდინარე მხოლოდ თქვენ არ გრძნობთ თავს ხელ-ფეხ შეკრულად. შესაძლოა არაერთი ჭორის, მითქმა მოთქმის მომსწრე გახდეთ, არ არის გამორიცხული თქვენი ფარული მტრებიც გააქტიურდნენ, შესაძლოა სირთულეებს დაუკავშირდეს ის, რომ ემიგრაციიდან დაბრუნება გადაწყვიტოთ... არსებული სიტუაციის მეტი გაანალიზება, თქვენს თავში ჩაღრმავება, დაგეხმარებათ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემაში.

პირად- სასიყვარულო კუთხით შეიძლება სწორედ ამ სიტუაციიდან გამომდინარე პარტნიორთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გადაწყვიტოთ, რაც დააჩქარებს გარკვეულ პროცესებს. თუ მეწყვილე უკვე გყავთ მაშინ მოემზადეთ მშობლის სტატუსისთვის, ასევე აქტუალური შესაძლოა იყოს სხვა სახლის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები.
report.ge
Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 23 °C
img
ახალქალაქი 19 °C
img
ასპინძა 20 °C
img
ადიგენი 26 °C
img
ბორჯომი 25 °C
img
თბილისი 24 °C
img
აბასთუმანი 18 °C
img
ბაკურიანი 15 °C
img
ნინოწმინდა 19 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4593
RUB
RUB
100
4.3016
TRY
TRY
1
0.4460
USD
USD
1
3.0624
AMD
AMD
1000
6.3256
კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.