12 მიზეზი, თუ რატომ არის ნინოწმინდა ქვეყნის გული
ქალაქი ევროპის მასშტაბით, რომელიც ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარეობს, ეს ნინოწმინდაა;
ადგილი საიდანაც ქვეყანაში ქრისტიანობა გავრცელდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშია;
უძველესი ცოცხალი ციკლოპური ციხე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშია;
ადგილწარმოშობის სერტიფიკატი და მისი სახელმწიფო დონეზე აღიარება "ნინოწმინდის თაფლმა" მოიპოვა;
ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტებს შორის, ქალი მერი მხოლოდ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს ყავს;
საქართველოს პატრიარქის სამისამართო რეგისტრაცია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშია;
საქართველოში ყველაზე დიდი ტბაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშია;
ერთადერთი მდინარე მცირე აზიასა და კავკასიაში, რომელიც ორ ტბას ერთმანეთთან აერთებს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშია;
ტბებიდან ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მეტი და ყველაზე დიდები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშია;
ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც აქვს საქალაქთაშორისო გზაც, საერთაშორისო გზაც, საბაჟოც და თანამედროვე საერთაშორისო სარკინიგზო მაგისტრალიც, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტია;
უმაღლესი ხარისხის ქართული პერლიტის საბადო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშია,
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი ჯავახეთშია, ჯავახეთი მესხეთის ნაწილია!!!