საუბარი ქართველ ტურისტებთან
საუბარი ტურისტებთან:
ქართველი ტურისტი N1.
- პანდემიამდე რომში ვიმოგზაურე. მილანიც ვნახე, გენუაც, ვენეციაც. კოლიზეუმს რამდენი რამ აქვს ნანახი და გავლილი…
შევეკითხე:
- ვარაზაშვილის საფლავი თუ ნახე?
- ეგ ვინ არის?
ავუხენი ვინც არის.
- არა არ მინახავს.
ქართველი ტურისტი N2.
- ყირიმში ანექსიამდე ვარ ნამყოფი. იალტაც, კიევიც, ხარკოვიც…
შევეკითხე:
- გურამიშვილის საფლავი თუ ნახე?
- სად?
- მირგოროდში.
- არა არ მინახავს.
ქართველი ჯარისკაცი ავღანეთიდან N3.
შევეკითხე:
გურჯი გიორგის საფლავი თუ ნახე?
- კი, ყანდაართან, სხვა ემოცია იყო!
ახლა კი დაიმახსოვრეთ: ქართველობას ჩვენ არავინ გვართმევს, ის არავის ჭირდება. მას ჩვენ უფრო ვანგრევთ ხანდახან მარტო პურ-მარილით და სადღეგრძელოში გამოხატული მკერდ-მჯიღ-ცემებით.
ჰო, სიტყვა პურ-მარილიც მე-19 საუკუნეში შემოვიდა დარიალის კარიდან. მანამდე არ არსებობდა.