განტვირთვა
"ქრისტე ზოგჯერ კაცის სახით ჩამოივლის-ხოლმე" - რამაზ გიგაურის ბლოგი
„რაც არ უნდა მშიერი იყო, ნელა ჭამე შვილო. ქრისტე ზოგჯერ კაცის სახით ჩამოივლის ხოლმე, შეიძლება მოვიდეს და ლუკმა გთხოვოს, ხომ უნდა გქონდეს ცოტა მაინც დარჩენილი, რომ უწილადოო“, - მეტყოდა-ხოლმე ბებიაჩემი. სწრაფად ჭამა ვიცოდი და ასე ცდილობდა ჩემს გადაჩვევას.

ერთხელ გზაზე მანქანა ტალახში ჩავარდნოდათ და ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა უბანში. ჩვენ მოგვადგა კარზე. ბებიაჩემი პურს აცხობდა. სუნი იდგა მთელს უბანში. ვიქნებოდი ასე 8-9 წლისა და ეზოში ვთამაშობდი.

„უფროსი არის ვინმეო?“ პაპაჩემი არ იყო და დავუძახე ბებიაჩემს.

სამი მანეთი გაუწოდა იმან ბებიაჩემს, „ბებო, მანქანა ჩაგვივარდა ტალახში, ტრაქტორს ველოდებით, აქაურები არ ვართ, მთელი დღის მშივრები ვართ და 1-2 პური მოგვყიდეო“.

ბებიაჩემმა, „შემოდი შვილო ეზოში, ოღონდ ეგ ფული ჯიბეში ჩაიდეო“.

სათონეში გამიყოლა, სამი პური დაადო ერთმანეთს, ერთი ნაზუქი, მერე ავედით სახლში, ყველი ამოიღო დერგიდან, პომიდორი, კიტრი, ნივრის მწნილი. „მოდი შვილო, ბოთლი დამიჭირეო“, ერთი ბოთლი ქლიავის არაყი ჩამომასხმევინა. გავუტანეთ ეს ყველაფერი და მივეცით.

„ღმერთმა ხელი მაგიმართოთო“, - დალოცა ბებიაჩემმა.

გამოგვართვა ამ ბიჭმა ეს ყველაფერი და არ მიდის. დგას ასე გაშტერებული და დაჰყურებს საჭმელს. მერე შეხედა ბებიაჩემს, მერე მე შემომხედა, მერე სახლს. ბოლოს თქვა რაღაცნაირად, მოგუდულად, „ვისი ოჯახია ესო?“

„იასონ გიგაურისო“, - თქვა ბებიაჩემმა ამაყად. მერე გადმომხედა და დაამატა: „როცა დალევთ ესა და ამის ძმაც მიდღეგრძელეთო“.

გატრიალდა ეს ბიჭი და წავიდა.

ბებიაჩემიც სათონეში შებრუნდა.

მე ვეღარ ვითამაშე, გული მიფართხალებდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ქრისტე იყო ჩვენთან მოსული...

ნაწყვეტი წიგნიდან: "მენტალური მისტერია"

ფოტო: ვახტანგ ჯანჯღავა
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 20 °C
img
ახალქალაქი 16 °C
img
ასპინძა 20 °C
img
ადიგენი 20 °C
img
ბორჯომი 21 °C
img
თბილისი 27 °C
img
აბასთუმანი 17 °C
img
ბაკურიანი 14 °C
img
ნინოწმინდა 16 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
RUB
RUB
100
3.2024
TRY
TRY
1
0.2316
USD
USD
1
3.2054
AMD
AMD
1000
6.5879
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.