საშუალო კლასი არის დემოკრატიული წყობილების ხერხემალი და ფუნდამენტი - თეიმურაზ ზაქრაძე
უმთავრესი ფუნდამენტური მიზეზი თუ არ გვეცოდინება არც გამოსწორება გამოვა.
"საბჭოთა პროლეტარად", "საბჭოთა ადამიანად" წითელი იმპერიის მიერ ხალხის სელექციის ფუნდამენტი არის კერძო საკუთრების და ვაჭრობის თავისუფლების გაუქმება.
კერძო საკუთრების უფლების და ვაჭრობის თავისუფლების გარეშე ადამიანი არის მონა.
ცარიზმის რუსეთში სტოლიპინმა გაატარა ლიბერალური რეფორმები, დაკანონდა საბაზრო ეკონომიკა და მიწები დაურიგეს გლეხებს.
შედეგად შეიქმნა მძლავრი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი საშუალო კლასი კულაკობა, ბურჟუაზია.
სტოლიპინის რეფორმებში ლომის წილი ეკუთვნის ილიას. დუმის დეპუტატი იყო და 1905 წლის რევოლუციის შემდეგ ლიბერალების პოზიცია იმპერიის პოლიტიკურ ელიტებში იყო მძლავრი.
საშუალო კლასი არის დამოუკიდებელი და თავისუფალი მოქალაქეები, ეროვნული ლიბერალური ფასეულობის მატარებელი კლასი.
სარაჯიშვილი, ნიკოლაძე, კოტე აფხაზი, მისი მეგობრები, პაოლო იაშვილი და სხვანი არიან სწორედ საშუალო კლასი.
სწორედ საშუალო კლასმა დაამხო ცარიზმი 1917 წლის თებერვალში, იმიტომ რომ საშუალო კლასი და იმპერია შეუთავსებელია.
ოქტომბერში კი ბოლშევიკებმა სამხედრო გადატრიალებით ჩაიგდეს იმპერია ხელში.
საშუალო კლასი არის დემოკრატიული წყობილების ხერხემალი და ფუნდამენტი.
წითელი იმპერია ვერ შედგებოდა საშუალო კლასი თუ იარსებებდა.
სწორედ ამიტომ ფიზიკურად მოსპეს დამოუკიდებელი და თავისუფალი ინდივიდები.
სამხედროები თავიდანვე დახვრიტეს.
დანარჩენ საშუალო კლასს კი მისცეს არსებობის უფლება თითქმის 20 წელი, ნეპ-ის პოლიტიკით.
სწორედ საშუალო კლასმა, კერძო ბიზნესებმა აღადგინა ომებით დანგრეული იმპერია.
1937 წელს კი დახურეს მოსკოვის ბირჟა და ყველა ერთიანად განაკულაკეს.
სწორედ ქონებების წართმევა იყო რეპრესიების უნთავრესი მიზანი.
სახელმწიფო გახდა ეკონომიკის მფლობელი.
საბჭოთა სკოლაში ვისაც გიწავლიათ უნდა გახსოვდეთ. რეპრესიების პერიოდს კომუნისტები ახასიათებდნენ "ვინ ვის?" წყდებოდა საკითხი ვინ ვის აჯობებდა.
რეალურად მართლაც ასე იყო,
ან საშუალო კლასი დაანგრევდა სსრკ-ს ან სსრკ-ს უნდა მოესპო საშუალო კლასი.
საშუალო კლასი კულაკობა, ბურჟუაზია, კერძო მესაკუთრეები გამოაცხადეს ხალხის მტრებად და იმპერიამ მოიგო.
შედეგად შედგა "ჰომოსოვეტიკუსის" ტიპის საბჭოთა მონა ხალხი, რომლისთვის ნებისმიერი ინდივიდუალობა და დამოუკიდებლობა გახდა მიუღებელი.
არ გვეყო თავისუფლების "მარაგი", პირველმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამი წელი იარსება. ჩანასახშივე მოგვისპეს. იმიტომ რომ გეოპოლიტიკურად საქართველოს დაკარგვა იმპერიის
სიკვდილი იქნებოდა. ამიტომ გაასმაგებული ენერგიით და ყურადღებით გვექცევა იმპერია, სუნთქვასაც კი გვიკონტროლებს.
ბალტიელებს კი 20 წლიანი პერიოდი გასაბჭოებამდე საბაზრო ეკონომიკა ჰქონდათ..
ამიტომ კარგად ახსოვდათ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა და თავისუფლება. 50 წელი სსრკ-ში ყოფნის დროსაც ბალტიელებმა იცოდნენ რა სჭირდებოდათ.
სსრკ-ს დაშლისთანავე აღადგინეს საბაზრო ეკონომიკა და საშუალო კლასი.
საკუთარი თვალით ვნახე უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსი რიგაში, პირველ სართულზე დიდი სუპერმარკეტით, რომელიც ბოლშევიკების მიერ რეპრესირებული მეპატრონის მემკვიდრეებს დაუბრუნეს მფლობელობაში.
რესტიტუციის კანონით მყისიერად აღდგა საშუალო კლასი და ბალანსი საზოგადოებაში, შედეგად მოსკოვის გავლენის ყველა შანსი თავიდანვე იქნა აცილებული.
ეკონომიკურად დამოუკიდებელი მოქალაქის ხმას უბრალოდ ვერავინ იყიდის.
ოლიგარქიული, საბანკო მონოპოლიის ეკონომიკის პირობებში საშუალო კლასი არ და ვერ არსებობს და მოსკოვს სწორედ ასეთი ოლიგარქიული ეკონომიკის მეშვეობით აქვს გავლენა დღესაც.
ზვიადი აპირებდა ზუსტად იგივეს რასაც ბალტიელები, საბაზრო ეკონომიკის დაკანონებას და საშუალო კლასის აღდგენას.
ამიტომ შეაჩერა პრივატიზაცია. ჯერ სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საბაზრო ეკონომიკა უნდა დაკანონებულიყო და პრივატიზაცია იქნებოდა სამართლიანი.
პრივატიზაცია საბაზრო ეკონომიკის გარეშე ჩაატარა შევარდნაძემ და შედეგად ჩამოყალიბდა ოლიგარქიული კლასი, რომელიც დღესაც ფლობს ქვეყნის ეკონომიკას, მედიას და პოლიტიკას.
შევარდნაძემ დაბლოკა ორპალატიანი პარლამენტიც, რაც ძალაუფლების უზურპაციას და ოლიგარქიის პოლიტიკურ ბატონობას აადვილებს.
სწორედ ამ ფუნდამენტური მიზეზით დაამხეს და მოკლეს ზვიადი, საბაზრო ეკონომიკის დაკანონება რომ არ მომხდარიყო.
დიდი ილია მოკლეს საბანკო საქმიანობის გამო, ლიბერალური რეფორმების შედეგად საქართველოს შეეძლო ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება და ილია ამიტომაც გახდა ბანკირი.
ასე რომ, პატივცემულებო, პოლიტიკის ფუნდამენტი არის ეკონომიკა და სანამ არ გვექნება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საბაზრო ეკონომიკა,
სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ბანკები და ბირჟები საშუალო კლასი ვერ იქნება და ვერ იქნება ვერც სამართლიანი დემოკრატიული წყობილება, ვერც ქვეყნის გამთლიანება და ვერც ნატო-ს წევრობა.
ახლა კი საკუთარ თავს დაუსვით კითხვა.
რომელი პოლიტიკური პარტია, რომელი პოლიტიკური ლიდერი საუბრობს ეკონომიკის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობაზე? თავისუფალ ბაზარზე?
ასეთს თუ იპოვნით დღევანდელ პოლიტელიტებში გთხოვთ მეც შემატყობინოთ.