სოფელ მუგარეთთან ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 16 დეკემბერს მოხდა. შედეგად ორი პირი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავებული კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ჩვენი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გასწრებას ცდილობდა რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
როგორც, tv9news.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.