ინტერვიუ
,,დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ ადამიანებს უნდა მოეთხოვოთ სახელმწიფო ენის პატივისცემა და კონსტიტუციის დაცვა" - ორი ინტერვიუ
სამშობლოში დასაქმების პრობლემა, შემოსავლის ძიება ოკუპანტ ქვეყანაში, იაფი და გამარტივებული მიმოსვლისთვის ისტორიულ სამშობლოში მიღებული ორმაგი მოქალაქეობა, ოჯახისგან თვეობით შორს ყოფნა, გაუფასურებული რუბლი და... მოულოდნელად, საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებების გამო დაკარგული მოქალაქეობა - ჯავახეთში ათასობით ადამიანი ვერ სარგებლობს იმ შეღავათებით, რითაც საქართველოს მოქალაქეები. მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილება გახდა, რომელიც ძალაში 2013 წელს შევიდა. ცვლილების თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა კი საქართველოს გარდა სომხეთის ან რუსეთის მოქალაქეობით სარგებლობდა. მოქალაქეობის ხელახლა მისაღებად სახელმწიფო ჯავახეთში მცხოვრებ ამ ნაწილს ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის სწავლას სთხოვს. რატომ ვერ იღებენ ჯავახეთის ეთნიკური სომხები საქართველოს მოქალაქეობას, რა პრობლემებს აწყდებიან და რა შეიძლება იყოს გამოსავალი - ამ თემაზე tv9news.ge –ს კითხვებს ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელი მახარე მაცუკატოვი და ნინოწმინდის ახალგაზრდული ჯგუფის მენეჯერი ირინა კარსლიანი პასუხობენ.

- როგორ დაიწყო ეს პროცესი, რა მიზეზით იღებდნენ ორმაგ მოქალაქეობას ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხები და ახლა რამ განაპირობა მათი დაბრუნება?

მახარე მაცუკატოვი - ძალიან ბევრმა ადამიანმა, 90-იანების მერე, 2000-იანების დასაწყისში - სოციალური, საყოფაცხოვრებო, გარკვეული პრობლემების გამო, როცა სამსახური აქ ვეღარ ნახეს, ნათესავები კი იქით (რუსეთში) ჰყავდათ, მაგ პერიოდში უფრო ადვილი იყო იქ სამუშაოს ნახვა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, ამიტომ წავიდნენ, გააკეთეს გარკვეული საბუთები - ზოგმა სომხეთის, ზოგმა რუსეთის, ზოგმა სამი მოქალაქეობაც მიიღო. მოახერხეს ისე, რომ სომხეთისაც აქვთ, რუსეთისაც და საქართველოსიც. შეძლეს ის, რომ ორივე ქვეყანაში ლეგალურად და უპრობლემოდ ეცხოვრათ. სეზონურად გასულიყვნენ საქართველოდან, ემუშავათ და შემოსავალი მიეღოთ. ეს პროცესი ბოლო 30 წელია გრძელდება. ზოგი იქვე დასახლდა, ოჯახები ჰყავთ, შვილები გაზარდეს, ზოგს შვილიშვილებიც ჰყავს უკვე და იქ გარკვეული ქონება შეიძინეს. თუმცა 2013 წელს კანონში შესული ცვლილების გამო, ძალიან ბევრმა ავტომატურად დაკარგა მოქალაქეობა, ვისზეც გაირკვა, რომ არალეგალურად აქვს ორმაგი მოქალაქეობა მიღებული, ეს ხალხი დადგა არჩევანის წინაშე - რუსეთის თუ საქართველოს მოქალაქეობა? ბევრმა აირჩია რუსეთის / სომხეთის მოქალაქეობა, რადგან იმ პერიოდში იქ უფრო მეტი პერსპექტივა ჩანდა მათთვის, ვიდრე ახლა. თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, რაც დრო გადის, მით უფრო მეტი ადამიანი გვიკავშირდება, მაგალითად, მე, ბოლო 10 დღის განმავლობაში 7-8 კაცი დამიკავშირდა. ეს ხალხი ძალიან ინტერესდება ბიზნესით, იმით, თუ რა შეიძლება გააკეთონ მამა-პაპის მიწაზე, რომ თავისი კაპიტალი და ფულადი სახსრები გადმოიტანონ აქ, რადგან ხვალ და ზეგ რომ რუსეთში აირიოს სიტუაცია, მათ ჰქონდეთ ადგილი, დაუბრუნდნენ მამა-პაპისეულ კერას.

- არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი დარჩა ჯავახეთიდან მოქალაქეობის გარეშე კანონში შესული ცვლილების გამო, მაგრამ ალბათ, შესაძლებელია დაახლოებითი ციფრის დასახელება?


მახარე მაცუკატოვი - დაახლოებითაც სხვადასხვა მონაცემი არსებობს, მე ადრე რა მონაცემიც მქონდა, დაახლოებით 5 ათასს აღწევდა, არაოფიციალური მონაცემით, კი ეს რიცხვი 12 ათასამდეა. ამ ხალხთან მიმართებაში, რაღაც მოსაფიქრებელი გვაქვს. ერთის მხრივ კი ვამბობთ, რომ რუსეთის მოქალაქეები არ უნდა მივიღოთ, მეორეს მხრივ რეალურად საკუთარ მოქალაქეებს ვუქმნით პრობლემას. ცხადია, გარკვეული ფილტრი უნდა იყოს, რადგან ეს ხალხი ჩვენი ხალხი იყო, ჩვენგან წასულები არიან და ისევ უკან უნდათ დაბრუნება. მითუმეტეს, თუ ეკონომიკური სარგებლით მოდის, ეს განსჯის თემაა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე თავად სახელმწიფო და სპეციალისტები უნდა ჩაერთონ ამ საკითხის გადაწყვეტაში და ყველაფერი აწონ-დაწონონ, თითოეული ადამიანი შეისწავლონ და ა.შ. რადგან 100 კაციდან შეიძლება 70-75-ს მართლა უნდოდეს შემოსვლა და დანარჩენს სხვა გეგმები ჰქონდეს. რაც შეეხება ჯანდაცვის, განათლებისა თუ სხვა სერვისებით სარგებლობას, ეს სხვა ქვეყანაშიაც ასეა - არამოქალაქეები ვერ სარგებლობენ ამით, მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში კი მიიღებენ ამ პაკეტებს - თუნდაც კრედიტების მისაღებად, ქონების რეგისტრაციის, ბიზნესის შეღავათებისთვის, ჯანდაცვის სერვისების მისაღებად და ა.შ.. მაგრამ, ეს უკვე თემაა, რომელზეც დადგა დრო, რომ ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ. მთავარია თითოეულ ადამიანს ჰქონდეს მოტივაცია, თუ რისთვის სჭირდება საქართველოს მოქალაქეობის მიღება და რატომ უნდა დაბრუნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორმაგი მოქალაქეობა კონკრეტულ ადამიანს სპეციალურად ეძლევა რაღაცა დამსახურებებისთვის, სხვა შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მხოლოდ საქართველოსი რჩებათ ოფიციალურად.
- რა პრობლემის წინაშე დგას ეს ხალხი?

მახარე მაცუკატოვი - ძირითადი პრობლემა მაინც გამოცდების ჩაბარება და ქართული ენის არცოდნაა. ამაზე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ და ახლაც ვიტყვი, რომ უნდა შემოვიღოთ შეღავათები. ესეც განსჯის თემაა, მაგრამ ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ იმ ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ საბჭოთა კავშირის პერიოდში 1991 წლამდე, მათ გარკვეული შეღავათები გაეწიოთ, ხოლო ის ხალხი, ვინცა დაიბადა 1992 წლიდან, უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, მათ ქართული ენის ცოდნა უკვე სრულფასოვნად, უფრო სხვა დონეზე მოსთხოვონ. იმიტომ, რომ ისინი უფრო ახალგაზრდები არიან, უფრო მეტად შეძლებენ ქართული ენის სწავლას. ვალდებულებიც არიან, რადგან დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ და სახელმწიფო ენა უნდა იცოდნენ. მაგრამ იმ 55, 60 და 70 წლის კაცს, როდესაც ქართული ენის სწავლას მაღალ დონეზე სთხოვ, არარელევანტური მგონია, რადგან მას უბრალოდ ოჯახში ჩამოსვლა და ცხოვრება აინტერესებს. ეს რა თქმა უნდა განსჯის თემაა, მაგრამ შეიძლება რაღაც კვოტის დაწესება, თუ შეიძლება ამას კვოტა დაერქვას, და როგორც უკვე გითხარით, 1991 წლამდე დაბადებულებს მოეთხოვოთ შედარებით მსუბუქი ტესტირება ქართულ ენაში, ხოლო შემდეგ დაბადებულებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მაღალი ცოდნა და შეფასებაც სახელმწიფო ენისა. ტენდენციაც ასეა, ახალგაზრდები დადიან კერძო მასწავლებლებთან და სწავლობენ. მათმა უმრავლესობამ შეძლო ჩაბარება, ვისაც ნამდვილად უნდოდა, მაგრამ ზოგიერთებს პრეტენზიები აქვთ, მით უმეტეს, ძალიან მაბრაზებს, როცა ახალგაზრდას - 20 -25 წლისას აქვს ეს პრეტენზია. იგივე პრეტენზია რომ ჰქონდეს 60-65 წლის კაცს, მაშინ ცოტა გასაგებიც არის, რომ მის ასაკში ძნელია ქართული ენის სწავლა, ახალგაზრდებისთვის არ არის რთული და კეთილი უნდა ინებონ და ისწავლონ.

ირინა კარსლიანი - იცით რაშია საქმე? ენის ბარიერის გამო, ვერ აბარებენ გამოცდებს, ამიტომ მაინც ისევ ცვლილებებს ელოდებიან, რადგან ქართულს ახლა ვეღარ სწავლობენ, ერთი, რომ ასაკში არიან, თან ურთიერთობა არ აქვთ ქართველებთან, რადგან კომპაქტურად ცხოვრობენ და მხოლოდ სომხურ ენაზე უწევთ ურთიერთობა. რამდენიმე სიტყვა კი იციან ქართული, მაგრამ ამით გამოცდას როგორ ჩააბარებენ. შეიძლება კითხვები წინასწარ იცოდნენ, ისწავლონ მასალა და ჩააბარონ. შესაძლებლობა აქვთ, რომ წინასწარ ნახონ რა კითხვები იქნება. საქართველოს ისტორიის შესწავლაც რთულია, მითუმეტეს როცა ენა არ იცი.

- ბევრ სოფელში დადიხართ, ხშირად ურთიერთობთ ამ ადამიანებთან, რაში ხედავენ ისინი გამოსავალს?


ირინა კარსლიანი - გამოსავალს ვერ ხედავენ, რადგან ისინი შეეგუვნენ იმ მდგომარეობას, რომელშიც არიან. ბინადრობის მოწმობა ხომ აქვთ და ასე ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ არც პენსია აქვთ, არც რაიმე შეღავათი, აღარც არჩევნებში მონაწილეობენ და ა.შ.

- წინასაარჩევნოდ იქმნებოდა ჯგუფები, იყო პეტიციის შექმნის მცდელობა გარკვეული შეღავათების მისაღებად, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა?

მახარე მაცუკატოვი - სამწუხაროდ, ბოლო 30 წელია, გარდამავალი პერიოდი გვაქვს, შესაბამისად, გვაქვს გარდამავალი კანონი, გარდამავალი შეღავათი და ა.შ. გარდამავალი იმას ნიშნავს, რომ რაღაცა პერიოდი რაღაც არაკანონიერზე, არაკონსტიტუციურზე თვალს ხუჭავენ. ამის გამო იქმნება „კომფორტის ზონები“, საიდანაც მერე გამოსვლა აღარავის უნდა. რას ვგულისხმობ? მაგალითად, ეს შეეხება ენის სწავლებას. საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართეთ და დაინახავთ ამ 30 წლის განმავლობაში რამდენი არაკონსტიტუციური რამ ხდება - თუნდაც ის გავარკვიოთ, თუ რამდენმა საჯარო მოხელემ არ იცის სახელმწიფო ენა. არადა 30 წლის განმავლობაში ეს პრობლემა წესით უნდა მოგვარებულიყო. თავიდან საუბრობდნენ, რომ 1+4 პროგრამა იმუშავებდა და ახალი თაობა წამოვიდოდა, ვინც ისწავლიდა ენას, მაგრამ დღეს რა რეალობა გვაქვს? ვფიქრობ, დადგა პერიოდი რომ ამ გარდამავალ კანონს წერტილი დაესვას და დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ ადამიანებს მოეთხოვოთ სახელმწიფო ენის პატივისცემა და კონსტიტუციის დაცვა, თუნდაც მოტივაციის და სხვადასხვა საკითხიდან გამომდინარე. მეორეც - არაკანონიერია ისიც, რომ მიწის რეგისტრაციებსაც არ აქვს ვადა, არადა მასაც რაღაც პერიოდი უნდა ჰქონდეს, ხომ არ შეიძლება, დამთავრდეს რეგისტრაცია და ისევ თავიდან დავიწყოთ? რადგან იმ ხუთ წელს მოჰყვება კიდევ 5 წელი, კიდევ 5 წელი და 30 წელია ასე ერთ წრეზე ვტრიალებთ და კომფორტის ზონებს არ ვშლით. რომელიც არაკანონიერია და ე.წ. გარდამავალი პერიოდიდან მოგვყვება. როდესაც პეტიციაზეა საუბარი, კი ბატონო მიმართონ, სახელმწიფომაც უნდა უთხრას, რომ ეს საკითხები არის სასაუბრო და განსჯის თემა, მიუთითოს ვადები და დაიცვას თავადვე, რათა დასრულდეს ეს ყველაფერი, თორემ არასდროს დამთავრდება, რადგან ყველაფერზე თვალის დახუჭვა, შეღავათის მიცემა და გარდამავალი პერიოდი მხოლოდ ,,ვიღაცებს“ უქმნის კომფორტის ზონებს.

- რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ პრობლემის მოსაგვარებლად?

ირინა კარსლიანი - როდესაც ხალხს ვხვდებოდი, მათი ნაწილი ამბობდა, რომ საქართველოს ისტორიას ჩააბარებდა სომხურ ენაზე, მაგრამ თავად ქართულის შესწავლა, ძალიან უჭირთ. ამიტომ შეუძლებელია ამ მიდგომით საკითხის გადაჭრა, რადგან ეს ხალხი ვერ ჩააბარებს ქართული ენის გამოცდას ენის არცოდნის გამო, შეუძლებელია. ეს შეთავაზება ხალხისგან მოდის, ამბობდნენ, რომ ასე თუ იქნება შესაძლებელი, დასხდებიან და ისწავლიან, რადგან მშობლიურ ენაზე საქართველოს ისტორიის ჩაბარება, მათთვის ბევრად უფრო შესაძლებელია. პრობლემაა ისიც, რომ გამოცდაზე გასვლა 250 ლარი ღირს, თუმცა ესეც 50/50-ზეა, ან ჩააბარებ გამოცდას და გახდები საქართველოს მოქალაქე, ან ვერა. ძირითადად პრაქტიკა ასეთია, რომ გამოცდაზე გამსვლელები ვერ აბარებენ და ძალიან ხშირად ისევ მოქალაქეობის გარეშე აგრძელებენ ცხოვრებას. სამწუხაროდ, ამ ხალხს სრულყოფილ ცოდნას სთხოვენ სახელმწიფო ენისას, მაშინ როცა საჯარო მოხელეთა მინიმუმ 80-მა % არ იცის ქართული ენა. ეს მიდგომა კი სამართლიანი არ არის.

Facebook Twitter
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 14 °C
img
ახალქალაქი 9 °C
img
ასპინძა 13 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 14 °C
img
თბილისი 18 °C
img
აბასთუმანი 11 °C
img
ბაკურიანი 11 °C
img
ნინოწმინდა 9 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8440
EUR
EUR
1
2.8713
RUB
RUB
100
2.9096
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6760
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişbahiscom girişbahiscom twittersuperbetinbetturkeystarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelercasibombahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobetBetnanojojobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinmarsbahisnakitbahispiabellacasinomeritkingdumanebetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahismesleki yeterlilik belgesisigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetcasibomsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingbetparkgrandpashabet+18 filmvbetparibahisholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10imajbetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornomeritkingonwincasibomgrandpashabetMatadorbettruvabetjojobetcasibomgrandbettingklasbahiskalebetPerabetholiganbettarafbetpokerklasyouwinbetpastipobetbetpasbetbooDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetmeritkingbetkanyonmarsbahiscasibom7slotsbets10kadiköy travestitarafbetSahabetgrandpashabetjojobetSahabetbetturkeyxslotholiganbetholiganbetThesakultahodeonbetbettiltbaywingoldenbahisbetasuslimanbetgoldenbahisrestbetmeritkingmarsbahisbets10