სასამართლო დავა ავტოსადგურის მფლობელის სასარგებლოდ დასრულდა
19:01 / 28.02.2024
ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ავტოსადგურის მფლობელი შპს „მგზავრის“ მეწილეების სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. მოსამართლის, მარიკა ჩიტაშვილის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება შპს „ვიპ ტრანსის“ ადვოკატი, სოსო ხითარიშვილი და მის გასაჩივრებას აპირებს.
ახალციხის ავტოსადგურზე მეიჯარეებსა და მოიჯარეს შორის დაპირისპირება, 2023 წლის 5 სექტემბერს დაიწყო. შპს "მგზავრის" ინფორმაციით, მოიჯარე შპს "ვიპ ტრანსმა" სამი თვის განმავლობაში თანხა არ გადაიხადა, კანონის მიხედვით კი სამი თვის შემდეგ მფლობელებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება.
აღნიშნულის შედეგად შპს "მგზავრის" 15-მა მეწილემ შეადგინა შესაბამისი ოქმი და შპს "ვიპ ტრანსს" შეუწყვიტა ხელშეკრულება, თუმცა მოიჯარემ შენობის დატოვებაზე უარი განაცხადა.
მოიჯარე შპს "ვიპ ტრანსის" დირექტორმა არტაშ პეტროსიანმა განაცხადა, რომ მეწილეები და ადმინისტრაცია არ აძლევდა სრულყოფილად მუშაობის საშუალებას, ამის გამო კი თავს დაზარალებულად ცნობს და მეწილეებს სასამართლოში უჩივის.
შპს „მგზავრის“ დირექტორის ნატალია ჩიხლაძის განცხადებით, დღევანდელი, 28 თებერვლის გადაწყვეტილება მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან როგორც ჩიხლაძემ თქვა იგი პროკურატურაშიც დაიბარეს და უთხრეს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყებას აპირებდნენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.