ჯანდაცვა
აბასთუმანში მშენებლობაზე დაშავებული მუშა კლინიკაში რჩება

 

შუა ხნის მამაკაცი, რომელსაც სამ სექტემბერს აბასთუმანში, აღობილის დასახლებაში სასტუმროს მშენებლობისას თავში სამშენბლო მასალა დაეცა, კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს. დაშავებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქამდე დარჩება, სანამ ყველა სახის გართულებას არ გამორიცხავენ. ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

"განსაკუთრებული დაზიანებები ამ მომენტისათვის არ არის, მაგრამ იმყოფება კლინიკაში, დაკვირვების ქვეშ, რომ გადავამოწმოთ როგორ განვითარდება მოვლენები. კონტაქტურია, მოტეხილობები არ გამოვლინდა. შინაგანი ორგანოების პათოლოგიაც არ დადგინდა კვლევებით, თუმცა გადავამოწმებთ მოგვიანებით კიდევ ერთხელ. თავზე ჩაფხუტი ეხურა და ამან გადაარჩინა, რომ ტვინის შერყევა არ აქვს", - გვითხრა ხათუნა კეკელაშვილმა.

უგონო მდგომარეობაში მყოფი შუა ხნის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ტრავმული შოკის დიაგნოზით შეიყვანა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მუშას თავში სამშენებლო მასალა დაეცა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება

| Print |