დაბა აბასთუმანში, აღობილის დასახლებაში მშენებარე სასტუმროსთან მამაკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო. მუშას თავში სამშენებლო მასალა მოხდა. მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინა და კლინიკაში გადაიყვანა.
"
ობიექტიდან სამშენებლო მასალა გადმოვარდა და თავში მოხვდა. სიცოცხლისთვის საშიში არაფერიაო თქვეს, სასწრაფომ წაიყვანა, ალბათ ტვინის შერყევა აქვს. ადგილობრივი არ არის", - გვითხრეს აბასთუმანში.
"პაციენტს აღენიშნებოდა ტრავმული შოკი, კონტაქტური არ არის. ამ ჩვენებით გადავიყვანეთ კლინიკაში", - გვითხრეს სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში.
დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში დაახლოებით, 17:00 საათზე შეიყვანეს. მენეჯერის თქმით, ამ ეტაპზე პაციენტს სპეციალისტები სინჯავენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და დაზიანების სიმძიმის შესახებ ინფორმაცია გამოკვლევების დასრულების შემდეგ ექნებათ.
შსს-მ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო. უწყებისგან დეტალურ ინფორმაციას ველით.