ჯანდაცვა
„ასპინძა ყირიმ კონგოს კერად ითვლება“ - ჯანდაცვის ცენტრი
ასპინძაში, ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაცვლილი მამაკაცი დაკრძალეს. 30 წლის გ.ნ-ს სავარაუდოდ, პირუტყვთან კონტაქტისას ტკიპამ უკბინა, რამაც მამაკაცის დაინფიცირება გამოიწვია.

ყირიმ კონგოს შემთხვევა, რომელიც ლეტალურად დასრულდა, 2019 წლის სეზონზე ასპინძაში პირველია. გასულ წელს დიაგნოზი მუნიციპალიტეტში ოთხ პირს დაუსვეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმის მიუხედავად, მათ გამოჯანმრთელება შეძლეს. მძიმე ვირუსულ ინფექციას ასპინძაში პირველი მსხვერპლი 2017 წელს მოჰყვა.

„ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2013 წლიდან გვაქვს ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევები. არსებობს მთავრობის დადგენილება, როგორი პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს ტკიპას სეზონის დასაწყისამდე ისეთ კერებში, როგორიცაა ჩვენი მუნიციპალიტეტი. პრევენციის მხრივ, დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის სათანადო ინფორმირებულობას“, - ამბობს ასპინძის სახოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მზია პაპაშვილი.

ყირიმ კონგოს შემთხვევების 40% გარდაცვალებით სრულდება.

ვირუსულ ინფექციაზე უფრო მეტის გასაგებად გადადით ლინკზე: რა არის ყირიმ-კონგოს ცხელება?

| Print |
თეგები: ყირიმ კონგო /