ჯანდაცვა
ახალციხელ ქალს ყირიმ-კონგო და კორონავირუსი ერთდროულად დაუდასტურდა

 

ახალციხელ ქალს, რომელსაც ტკიპას ნაკბენი აღენიშნებოდა, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტი თავდაპირველად ახალციხის კლინიკა" იმედში" შეიყვანეს, ყირიმ-კონგოს დადასტურების შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. 

კლინიკა "იმედში" ამბობენ, რომ პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო.

"წუხელ გადაიყვანეს თბილისში, ძალიან მძიმე არ იყო მდგომარეობა. ტკიპას ნაკბენს უფრო ადრე აღნიშნავდა, მაგრამ ჩვენთან ორივეთი შემოვიდა",
- გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა მზია კაკოშვილმა. 

ახალგაზრდა ქალი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 23 ივლისს, გვიან შეიყვანეს. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტს ორივე ვირუსულ ინფექციაზე სწრაფი ტესტი გაუკეთეს, იმის გამო, რომ ორივე რთული დაავადებაა, საჭიროდ ჩათვალეს ღრმა, PCR კვლევის ჩატარება. მისი პასუხები მოგვიანებით იქნება ცნობილი. მკურნალი ექიმის თქმით, ახალციხელ ქალს ორივე დაავადებაზე მკურნალობა უტარდება. 

22ივლისს ყირიმ-კონგოს დიაგნოზით 49 წლის ადიგენელი ქალი გარდაიცვალა.

2021 წელს, სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ინფიცირების 12 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა შორის ორი გარდაიცვალა, მათგან ერთი არასრულწლოვანი. 

ამავე თემაზე შეგიძლიათ ნახოთ:

რა არის ყირიმ-კონგოს ცხელება?
| Print |
თეგები: ყირიმ-კონგო /