ჯანდაცვა
გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, ჯანდაცვის ექსპერტები ახალციხეში პედაგოგებს შეხვდნენ
გაეროს ბავშვთა ფონდი ახალციხეშია. ორგანიზაციამ მასწავლებლებისთვის Covid-19-ის ვაქცინაციის შესახებ შეხვედრა გამართა. საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა, 60-მდე პედაგოგი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი დაესწრო.

მასწავლებლების კითხვებს ცნობილმა ექიმებმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უპასუხეს.

საინფორმაციო სესიები საქართველოს ყველა რეგიონში იმართება და მისი მიზანია მოქალაქეებისთვის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდება და მათი ჩართვა მასობრივი იმუნიზაციის პროგრამაში.

სამცხე-ჯავახეთში გაეროს ბავშვთა ფონდმა უკვე მეორე შეხვედრა გამართა. მაისში ექსპერტები რელიგიურ ლიდერებს, სამედიცინო პერსონალსა და მედიას შეხვდნენ.


| Print |