საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში მართლმადიდებელ რელიგიურ ლიდერებთან ვაქცინაციის შესახებ შეხვედრა იმართება
სამცხე-ჯავახეთში, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა მართლმადიდებელ რელიგიურ ლიდერებთან იმართება. ფოტოებს UNICEF Georgia ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრები ახალქალაქსა და ახალციხეში იმართება, სადაც საუბარი შეეხება იმუნიზაციის პროგრამებს საქართველოში და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია.
საინფორმაციო შეხვედრები გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით იმართება. პირველ ღონისძიებას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ჯანდაცვის ესქპერტები ესწრებიან.
გააზიარეთ :