ადიგენის საავადმყოფოში მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. მას ორგანიზება ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ და საქართველოს მუფტმა ბეგლარ ქამაშიძემ გაუწიეს. საქველმოქმედო აქციისთვის საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის მედიკოსები მიიწვიეს.
ექიმებმა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, გამოკვლევები სხვადასხვა დაავადებაზე ჩაუტარეს და შესაბამისი დანიშნულებაც მისცეს. აქციით დაბა ადიგენის 200–მდე მკვიდრმა ისარგებლა.
ორი კონფესიის წარმომადგენლებს იდეის განცორხიელებაში მხარი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, სამხარეო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დაუჭირეს.
თავის მხრის საპატრიარქოს კლინიკა, უწმიდესის ლოცვა–კურთხევით, უფასო გამოკვლევებს, რეგიონებში პერმანენტულად ატარებს.
საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორთა განმარტებით, სამომავლოდ შეეცდებიან აქციას უფრო მასშტაბური სახე მისცენ.