ჯანდაცვა
მოქალაქეების "ფაიზერის" ვაქცინით აცრა შეჩერებულია
მოქალაქეებს ვაქცინაციის რეგისტრაციის ვებ-გვერდ Booking.moh.gov.ge-ზე "ფაიზერის" ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა არ აქვთ.

ამ დროისთვის საიტზე მხოლოდ „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინაა ხელმისაწვდომი.

აღნიშნულის მიზეზია ის, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას ვადა გაუვიდა. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რამდენი დოზა დარჩა გამოუყენებელი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებდნენ, „ფაიზერის“ ვადაგასული დოზების ამოღება ახლა მიმდინარეობს.

რაც შეეხება „ფაიზერის“ ახალ დოზებს, როგორც დაანონსებული იყო, ახალი დოზები მარტის ბოლოს უნდა შემოსულიყო, თუმცა ახალი პარტიის მიღების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია.

interpressnews.ge
ასევე ნახეთ: 

| Print |