წაშავდა, წაბნელდა უმადური და უგემური ...ძველი წელიწადი
"ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" 1879 წლის 31 მარტის წესდებით დაარსდა. ორგანიზაციის პირველი საზოგადო კრება კი 15 მაისს გაიმართა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა არქივმა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" შესახებ საარქივო დოკუმენტების კოლექცია გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილია ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები მისი დაარსების, მუშაობის ძირითადი მიმართულებების, დამფუძნებლებისა და წევრების შესახებ.
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ეროვნულ საქმეს ქართული ენის შენარჩუნებას, განათლების გავრცელებასა და კულტურის განვითარებას ემსახურებოდა.
1879 -1918 წლებში ორგანიზაციას ხელმძღვანელობდნენ:
დიმიტრი ყიფიანი (1879-1882);
ივანე ბაგრატიონ მუხრანელი (1882-1885);
ილია ჭავჭავაძე (1885-1907);
გიორგი ყაზბეგი (1907-1918).
საზოგადოების შექმნის იდეა 1870-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. ორგანიზაციის დაარსების თარიღად ითვლება მისი წესდების გამოქვეყნების დღე.
ეს წერილიც მე-19 საუკუნის 80-იან წლებში გამოქვეყნდა.