საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს - როგორი ამინდი იქნება სამცხე-ჯავახეთში
7-8 მაისს დღის საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, მაგრამ ღრუბლიანი ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
7 მაისს, ახალციხეში მზიანი, ხოლო 8 მაისს წვიამიანი ამინდი იქნება, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +21 და +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 და +7 გრადუსს უნდა ველოდოთ. ღრუბლიანი, მაგრამ თბილი ამინდია ბორჯომში. სინოპტიკოსების ცნობით, დღისით +21 და +19 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ღამით კი +8 და +7 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +20 და +18 გრადუსამდე იქნება, ღამით კი +5 და +7 გრადუსი იქნება. მზიანი ამინდია ადიგენშიც. დღისით ჰაერი +18 და +17 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +4 და +7 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი დღის განმავლობაში. ღამით კი სინოპტიკოსები ყინვას პროგნოზირებენ. ახალქალაქში დღისით +15 და +14 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +2 და +1 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში კი სინოპტიკოსები დღისით +13 და +12 გრადუსს, ხოლო ღამით +1 და +2 გრადუსს ვარაუდობენ.
მზიანი ამინდია რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +19 და +16 გრადუსია, ხოლო ღამით +4 და +6 გრადუსი იქნება. ღრუბლიანი, თუმცა უნალექო ამინდია ბაკურიანში, ტემპერატურა დღისით +13 და +11 გრადუსია, ხოლო ღამით +3 და +1 გრადუსია ნავარაუდევი.
7- 8 მაისს მზიანი ამინდია დედაქალაქშიც. ტემპერატურა დღისით +26 და +25 გრადუსამდე გათბება თბილისში, ღამით კი +11 და +14 გრადუსი იქნება.