ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლამ იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი მიიღო. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში – “მოვეფეროთ იაკობს და დედაენას“.
ღონისძიება იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 176-ე და ,,დედა ენის“ 140–ე წლისთავს მიეძღვნა. I გ კლასის მოსწავლეებმა კონკურსისთვის იაკობ გოგოგებაშვილის ,,დედა ენის” მიხედვით, ნახატების კონტურები გააფერადეს, ხოლო მასწავლებლებმა – ლალი მაჭავარიანმა, ნათია მღებრიშვილმა, ნინო გელაშვილმა და მედეა მერაბიშვილმა მცირე ზომის ილუსტრირებული წიგნი შექმნეს.
საქართველოს მასშტაბით, გოგებაშვილის სახელობის მედალი სულ სამმა, მათ შორის ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლამ მიიღო.
მედლის გარდა პედაგოგებსა და I გ კლასის მოსწავლეებს კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის დიპლომები და სიგელები გადაეცათ.
თიკო კურტანიძე