29 ნოემბერს, ქართული ჭიდ
აობა იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის წარმომადგენლობის სიაში შევიდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატეტიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე მიიღეს.
ინფორმაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„გილოცავთ ყველას ამ კიდევ ერთ, დიდ წარმატებას“, - წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ანთიძე.
ამის გარდა, ანთიძის თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, სააგენტოს მონაწილეობით მიღწეული საერთაშორისო წარმატებებია:
2016 წელი - მცეხთა დაუბრუნდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას;
2016 წელი - ქართული ანბანი შევიდა მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში;
2017 წელი - გელათი დაუბრუნდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას.