ქართული ფოლკლორი და უნიკალური საგალობლები ყველა დასახლებულ პუნქტში უნდა ისწავლებოდეს - მამუკა ბახტაძე
,,ჩვენი სურვილი და მოწოდებაა, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და უნიკალური საგალობლები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნულ მუზეუმში უნიკალური ქართული საგალობლების სანოტო ნიშნების კვლევის შედეგებისა და უნიკალური მიგნებების პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ქართული საგალობლები მსოფლიო ისტორიაში უნიკალური მოვლენაა.
,,ეს არის ჩვენი საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. ჩვენ აქტიურად ვცდილობთ და სახელმწიფო პროგრამაც დავიწყეთ, რომლის მიხედვითაც, ჩვენი სურვილი და მოწოდებაა ის, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და მათ შორის, ჩვენი უნიკალური საგალობლები. რამდენიმე დღის წინ ასევე უნიკალური მოვლენა იყო, როდესაც ქართული საგალობლების რვატომეული გამოიცა. თუმცა, ეს არის პირველი ნაბიჯები. ეს საგანძური იმდენად დიდია, რომ კიდევ წლებია სამუშაო იმისთვის, რომ სრულად დავრწმუნდეთ გვაქვს გამოცემული ყველა ქართული საგალობელი",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.