მასტერკლასი კერამიკაში ახალციხის ციხეზე
ვისაც კერამიკაზე მუშაობა უნდა, ახალციხის სამხატვრო სკოლა, მაისის ბოლოს, რაბათში ეპატიჟება.
დაინტერესებული პირები კერამიკისგან ნივთებს დაამზადებენ. მასტერკლასებს ახალციხის ციხის ქვედა ნაწილში, სამხატვრო სკოლის გუნდი ჩაატარებს.
იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ახალციხის სამხატვრო სკოლისა და ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხის“ თანამშრომლებმა თბილისის 21-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა.
,,გამოფენაზე წარვადგინეთ ნამუშევრები, რომლებმაც უცხოელების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურეს. გადავწყვიტეთ, ზაფხულისთვის ახალციხის ციხეზე სიახლე შეგვეტანა“, - ამბობს სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძე.