კულტურა
სამცხე-ჯავახეთში კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, კვლევა და არქეოლოგია დაიგეგმა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, 2019 წელს სარეაბილიტაციო ძეგლების საპროგრამო ნუსხას აქვეყნებს.
ჩამონათვალით ირკვევა, რომ სამცხე-ჯავახეთის რამდენიმე ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია, კონსერვაცია, კვლევა და პროექტირებაც იგეგმება.
- სათხის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაცია;
- თისელის დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია;
- ჯაყისმანის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია;
- ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია;
- ვარძიის კვლევა;
- ვანის ქვაბები.
წელსვე, სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილია არქეოლოგიური სამუშაოები აბასთუმანში, ასევე ფარავნის ტბის ინვენტარიზაცია.
გააზიარეთ :