კულტურა
ახალციხელმა ნიკოლოზ ბერიძემ გრან-პრი მოიპოვა
ახალციხის სამუსიკო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ, ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის XII რესპუბლიკურ ფესტივალში გაიმარჯვა.
კონკურსში „იპოვე შენი ვარსკვლავი“ ნიკოლოზმა საშემსრულებლო ოსტატობისათვის გრან-პრი მოიპოვა.
მის პედაგოგს ბაია გრიგილიას კი წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება მიენიჭა.
კონკურსი საქართველოს პროფკავშირული კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირის ორგანიზებით თბილისში გაიმართა.
გააზიარეთ :