ახალციხეში ეროვნული სამოსის დღეს აღნიშნავენ
18 მაისს საქართველოში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.
ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი, ახალციხის ოთხი ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები, 15:00 საათზე ქალაქის ცენტრალურ პარკში შეიკრიბებიან და რაბათის უბნამდე მსვლელობას გამართავენ. ახალციხის ციხეზე კი საცეკვაო ნომრებს წარმოადგენენ.
ფოლკლორული ანსამბლი "მესხეთი" ჩაერთვება.
ეროვნული სამოსის დღე საქართველოში წელს მეოთხედ აღინიშნება. ღონისძიებები საქართველოს 25 და სხვადასხვა ქვეყნის 12-მდე ქალაქში გაიმართება.
ეროვნული სამოსის დღეს ქორეოგრაფიული ანსამბლი "მესხეთი" ყოველწლიურად უერთდება.