ახალციხეში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების სამდღიანი ფესტივალი გაიხსნა
19:14 / 28.06.2019
150-მდე ქართველი და უცხოელი რეწვის ოსტატი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას მართავს. ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი 28 ივნისს გაიხსნა. ახალციხის ციხეზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ორგანიზატორებმა მიმართეს.
ახალციხის ციხის ზედა ნაწილში მოეწყო ადგილობრივი და საერთაშორისო ტრადიციული სახელოსნოების და ოსტატების საქმიანობის სადემონსტრაციო აქტივობები. ფესტივალი 30 ივნისს დაიხურება. მანამდე დაგეგმილია სამუზეუმო კოლექციის ექსპონატების გამოფენა-გაყიდვა, კონცერტები, საჯარო ლექციები და პრეზენტაციები.
ფესტივალში 150 რეწვის ოსტატი მონაწილეობს, მათ შორის შვიდი სამცხე-ჯავახეთიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. 30 საერთაშორისო მონაწილე ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან ჩამოვიდა.
ღონისძიების მიზანია ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაცია და ადგილობრივი ოსტატების მხარდაჭერა.
ფესტივალი წელს უკვე მეორედ იმართება. მისი ორგანიზატორი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციაა. მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების სამინისტრო, USAID პროექტის ზრდა საქართველოში და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.