კულტურა
ანსამბლი ,,მესხეთი" პოლონეთში იმღერებს
ანსამბლი „მესხეთი“ და მესხეთის სახელმწიფო თეატრის წარმომადგენლები, პოლონეთში, გაემგზავრნენ. 23 აგვისტოს, ქალაქ ჟეშუვის მთავარ მოედანზე, ანსამბლი „მესხეთი“ საათნახევრიან სოლო კონცერტს გამართავს.
საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, ახალციხის დელეგაცია პოლონეთში, „ფესტივალის ორგანიზატორების დაფინანსებით იმყოფება“. ვიცემერი გურამ მელიქიძე ,,მეცხრე არხთან" განმარტავს, რომ ეს არის კიდევ ერთი შანსი, საქართველომ ქართული ფოლკლორის და ზოგადად კულტურის პოპულარიზაცია მოახდინოს. ამ შემადგენლობით გუნდი პირველად მონაწილეობს მსგავს ფესტივალში.
გააზიარეთ :