პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა, ბაკურიანში, განახლებული კოხტა გახსნა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უპრეცედენტოდ მოკლე დროში, მოხდა განახლებული კოხტას პროექტის დაწყება და დამთავრება.
კოხტას გახსნაზე კვირიკაშვილმა ისაუბრა, თუ როგორ გაჩნდა პროექტის განხორციელების იდეა. მისი თქმით, წლების შემდეგ, კოხტა გორის განახლების პროექტი კომპანია “ჯიარდისისა” და სახელმწიფოს ივესტიციების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საბაგიროსა და გზის მოწესრიგებას და თანამედროვე, ალპური სტანდარტებით დაგეგმილ, ფაქტობრივად ახალი დასახლების მშენებლობას ითვალისწინებს.
“საუბარია სასტუმროებზე, გასართობ ცენტრებზე, სავაჭრო ცენტრებზე და ა.შ. შევთანხმდით, გავაფორმეთ ხელშეკრულება და უპრეცედენტოდ მოკლე დროში, სამი თვის განმავლობაში მოხდა მთელი ამ პროექტის დაწყება და დამთავრება. ეს არის ძალიან დიდი წარმატება, რომელიც არის უდიდესი ძალისხმევის შედეგი” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
კოხტის საბაგიროზე ახალი სავარძლის ტიპის 6 ადგილიანი საბაგირო დამონტაჟდა. კვირიკაშვილის ინფორმაციით, საბაგირო მიტარბის მხარეს გაგრძელდება. ორივე საბაგიროს ძირში კომპანია “ჯიარდისის” მიერ თანამედროვე სასტუმროები აშენდება, ხოლო მთლიანად ბაკურიანში დამატებით სხვა სპორტული სახეობებისთვის განვითარდება ინფრასტრუქტურა. 2016 წელს ბიატლონის ტრასის განვითარებისთვის სამუშაოები დაიწყება. ასევე აშენდება დახურული ტიპის ყინულის მოედანი, სადაც ჰოკეისა და კერლინგის განვითარება მოხდება.