ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია, კერამიკა, ვიტრაჟი, მინაზე და თიხაზე შესრულებული ნამუშევრები – ახალციხის სამხატვრო სკოლაში საახალწლო თემაზე სემესტრული გამოფენა გაიმართა.
ღონისძიება სამხატვრო სკოლის დირექტორის ინიციატივით მოეწყო. მასში მონაწილეობა 220 მოსწავლიდან 50-მა მათგანმა მიიღო. ნანა ნათენაძის თქმით, სრული ნამუშევრების ჩვენება, დარბაზის სიმცირის გამო, ვერ მოხერხდა.
სამხატვრო სკოლა კიდევ ოთხი გამოფენის გამართვას გეგმავს სასწავლო წლის მეორე სემესტრში, გარდა ამისა, დაგეგმილია სადიპლომო ნამუშევრების ჩვენებაც.