ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ტურისტული ბუკლეტების პრეზენტაცია გაიმართა. მისი შინაარსი და ვიზუალური მხარე საჯაროდ განიხილეს. მოისმინეს შენიშვნები, რომელსაც გამგეობის წარმომადგენლები სამომავლოდ გათივალისწინებენ.
ამ დროისთვის 1 000 საცდელი ეგზემპლარია დამზადებული. მისი ტირაჟირების თანხა მუნიციპალიტეტმა დააფინანსა.
ბუკლეტის მეშვეობით ვიზიტორები ახალციხეში არსებული კუტურულ–ისტორიული ძეგლების, ტურისტული ობიექტებისა და სასტუმროების შესახებ ინფორმაციას მარტივად მიიღებს.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საწარმოების ხელმძღვანელები, მეფუტკრეები, მეწარმეები და ტურიზმის განვითარებით დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
ბუკლეტის დამზადებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 600 ლარი დაიხარჯა.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე.