დღეს, 21 მარტს, მსოფლიოში მეთოჯინეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის დაარსების იდეა ირანელ მეთოჯინეს, ჟივიდა ზოლფაღარიჰოს ეკუთვნის და ინიციატივა მან 2000 წელს მეთოჯინეების საერთაშორისო გაერთიანების მე-18 კონგრესზე შეიტანა პირველად განსახილველად.