აწყურის, ბიეთის და თისელის ეკლესიათა რესტავრაცია მიმდინარეობს
00:00 / 23.07.2020
სამცხე-ჯავახეთში საკულტო ძეგლების კომპლექსური რეაბილიტაციის პროგრამა გრძელდება, რომელიც 2020 წლისთვის 30-მდე სარესტავრაციო პროექტს მოიცავს. პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და „ქართუ“ ფონდის თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება.
გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება საკონსერვაციო - სარესტავრაციო პროცესი სოფელ თისელის მე-7 საუკუნის ღვისმშობლის სახელობის დარბაზულ ეკლესიაზე, რომელიც ამ დრომდე სრულად იყო მიწაყრილით დაფარული. წლის ბოლომდე დასრულდება ამავე სოფლის წმინდა გიორგი სახელობის გუმბათიანი ტაძრის რესტავრაციაც, სადაც აღდგენითი სამუშაოები მესამე წელია მიმდინარეობს.
დაწყებულია სოფელ ბიეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის რეაბილიტაციაც, რომლის სრული რესტავრაციის დასრულებაც 2023 წელს იგეგმება. მასშტაბური პროექტების მიმდინარეობა, 21 ივლისს, სააგენტოს ხელმძღვანელმა მხარის გუბერნატორთან ერთად მოინახულა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.