ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ლომსია“ რესპუბლიკური ფესტივალიდან დაბრუნდა.
,,სამეგრელო ქორეოგრაფიულ ფერხულში“ – ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც ზუგდიდში გაიმართა. მასში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 40-მდე ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მიიღო. ,,ლომსია“ მაყურებლის წინაშე ორი ნომრით წარსდგა და ფესტივალში მონაწილეობისთვის ანსამბლის წევრებს დიპლომები გადაეცათ