აბასთუმანში თამარ ფეიქრიშვილის გამოფენა გაიმართება
დაბა აბასთუმანში, პარკ "როშაში" რუსთაველი ხელოვანის თამარ ფეიქრიშვილის პერსონალური გამოფენა ,,dada & აბასთუმანი" გაიმართება.
მხატვარი გამოფენას თავის მშობლიურ მხარეს უძღვნის. ის წარმოშობით აბასთუმნიდან არის.
ღია სივრცეში 30-მდე ეკლექტური ნახატი, დეკუპაჟი და მულიაჟი იქნება წარმოდგენილი.
სხვადასხვა ჟანრის ექსპონატების დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამოფენა 31 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება.